მამის მულტიფაქტორული როლი Შვილის განვიᲗარებასა და ᲩამოყალიბებაᲨი
მამის მულტიფაქტორული როლი Შვილის განვიᲗარებასა და ᲩამოყალიბებაᲨი
ავტორი: ნანა ალექსიᲫე
2025 წ. 4 ივლისი
მამის ან მამის Ჩამნაცვლებლის როლი ბავშვის განვითარებაში მულტიფაქტორულია – იგი ფიზიკური ჯანმრთელობიდან დაწყებული, ემოციურ და კოგნიტურ განვითარებამდე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მამის თანასწორი, ზრუნვით სავსე და აქტიური მონაწილეობა ბავშვის ცხოვრებაში ხელს უწყობს სრულფასოვან, დამოუკიდებელ და ჯანმრთელ პიროვნებად ჩამოყალიბებას.
ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაში ორივე მშობლის, დედისა და მამის, როლი მნიშვნელოვანია, თუმცა ბოლო ათწლეულებში ფსიქოლოგებმა და ბავშვთა განვითარებაზე მომუშავე მკვლევრებმა უფრო მეტად გაუსვეს ხაზი მამის უნიკალურ გავლენას. ავტორები, როგორებიც არიან Michael Lamb (2004), Kyle Pruett (2000) და Ross Parke (1996), მიუთითებენ, რომ მამის ჩართულობა არა მხოლოდ ბავშვის ფიზიკურ კეთილდღეობას, არამედ მის ფსიქოლოგიურ, ემოციურ, სოციალურ და კოგნიტურ განვითარებას მნიშვნელოვნად აყალიბებს. მამები ბავშვებისთვის ხშირად წარმოადგენენ თავისუფალი კვლევის, სამაყაროს აᲦმოᲩენის, Ძიების, სტრუქტურისა და სამყაროსთან ურთიერთობის მოდელს.
მამების ჩართულობა ბავშვის ფიზიკურ აქტივობაში, სათამაშო გამოცდილებაში და ჯანსაღი რუტინების ჩამოყალიბებაში ხელს უწყობს მოტორიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
მამა ეხმარება ბავშვს თვითშეფასების, დამოუკიდებლობისა და პიროვნული იდენტობის განვითარებაში. სტაბილური მამის ფიგურა ასოცირდება ბავᲨვი, როგორც რესურსი ემოციური, ფიზიკური და სოციალური სტაბილურობის, სიმტკიცის და უსაფრᲗხოების/დაცულობის.
ემოციურად ხელმისაწვდომი მამა ბავშვს ეხმარება გრძნობების რეგულაციაში, ემპათიის განვითარებასა და უსაფრთხო კავშირების დამყარებაში.
მამების მიერ ჩართული სწავლითი და შემეცნებითი აქტივობები აძლიერებს ბავშვის მეტყველებას, ანალიტიკურ აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის უნარს.
მამა ბავშვისთვის სოციალური ქცევებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მოდელია. მისგან სწავლობს პასუხისმგებლობას, წესებსა და თანამშრომლობას.
მამა გადმოსცემს ოჯახის ღირებულებებს, ტრადიციებსა და კულტურულ იდენტობას, რაც ბავშვს ეხმარება საკუთარი ადგილის პოვნაში სოციალურ და კულტურულ სივრცეში.
1. ფიზიოლოგიური ასპექტი :მამის მონაწილეობა ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში – თამაშში, აქტიურ ფიზიკურ საქმიანობებში (სეირნობა, სპორტი, გარე აქტივობები) – ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ ფიზიკურ განვითარებას. მამები ხშირად ასრულებენ მოძრაობისა და ძალის განვითარების სტიმულატორის როლს. ბავშვის კვებასა და ძილის რეჟიმში სტაბილური მამის ჩართულობა ასევე ეხმარება ორგანიზმის რეგულაციას.
2. ფსიქოლოგიური ასპექტი: მამასთან ჯანსაღი ურთიერთობა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფუნდამენტია. მამის თანმდევი მხარდაჭერა და სწორი საზღვრების დაყენება ეხმარება ბავშვს თვითშეფასების, იდენტობისა და შინაგანი სტაბილურობის ჩამოყალიბებაში. თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და თვითკონტროლის უნარები ხშირად მამისგან მოდის.
3. ემოციური ასპექტი: მამას შეუძლია უზრუნველყოს ემოციური უსაფრთხოება და სტაბილურობა. როდესაც ბავშვი მამასთან ემოციურად ღია ურთიერთობაშია, მას უკეთ შეუძლია გრძნობების რეგულაცია და საკუთარი ემოციების გამოხატვა. მამისგან მიღებული სიყვარულისა და პატივისცემის გამოცდილება ბავშვში აღვივებს ემპათიასა და საკუთარ ღირებულებაზე პოზიტიურ წარმოდგენას.
4. კოგნიტური ასპექტი: მამების აქტიური მონაწილეობა სწავლასა და შემეცნებით საქმიანობებში – კითხვაში, კვლევაში, თამაშით სწავლებაში – მნიშვნელოვნად აისახება ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზე. კვლევების მიხედვით, მამის მიერ გაწვდილი სტიმულები (კითხვები, ახსნები, პრობლემების გადაჭრის პროცესები) ხელს უწყობს მეტყველების, მსჯელობისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.
5. სოციალური ასპექტი: მამა ბავშვისთვის ხშირად არის მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საზოგადოებაში. მისგან ბავშვი სწავლობს წესებს, სოციალური ურთიერთობების მართვას, კომუნიკაციის სტრატეგიებსა და პასუხისმგებლობის აღებას. მამის ქცევები ახდენს გავლენას ბავშვის სოციალური უნარების ჩამოყალიბებაზე, მათ შორის სხვების პატივისცემაზე, გუნდურობაზე და თანაგრძნობაზე.
6. კულტურული ასპექტი: მამა ხშირად წარმოადგენს ოჯახის ღირებულებების, ტრადიციებისა და კულტურული იდენტობის გადამცემი რგოლი. ბავშვები მასთან ურთიერთობით ითვისებენ ენობრივ ნიუანსებს, მორალურ და რელიგიურ შეხედულებებს, შრომის ეთიკასა და სოციალურ ნორმებს. მამების აქტიურობა კულტურულ ღონისძიებებში, დღესასწაულებში, რწმენასა და ტრადიციებში ჩართვაში ბავშვების კულტურულ თვითიდენტობას ამყარებს.
როცა მამის Ჩათულობა ბავშვის ცხოვრებაში მინიმალურია ან საერთოდ არ არსებობს:
მეცნიერებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიხედვით, ასეთი მდგომარეობა ხშირად ასოცირდება მრავალფეროვან რისკებთან ბავშვის განვითარებისთვის, რაც აისახება მის ფსიქიკურ, ემოციურ და სოციალურ კეთილდღეობაზე.
ფსიქო-ემოციური პრობლემები:
მამისგან ემოციური კავშირის არქონამ შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა, არასტაბილური თვითშეფასება, ღრმა უკმაყოფილება საკუთარ თავთან და სირთულეებთან გაუმკლავების დაბალი უნარი. ბავშვები შეიძლება გახდნენ ემოციურად უკონტროლო ან გულჩათხრობილი.
კოგნიტური და აკადემიური ჩამორჩენა:
მამის მიერ წახალისებისა და ინტელექტუალური სტიმულაციის არარსებობა ხშირად ასოცირდება დაბალ აკადემიურ მოტივაციასთან, სწავლისადმი ინტერესის დაკარგვასთან და სასკოლო მიღწევების შემცირებასთან.
სოციალური ქცევის დარღვევები:
მამის მოდელის არარსებობა ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს აგრესიულობას, სოციალური საზღვრების უგულებელყოფას, წყვილ ურთიერთობებში დისფუნქციას და ანტისოციალურ ქცევებს, განსაკუთრებით ბიჭებში. არსებობს გაზრდილი რისკი დაჯგუფებებთან ან დანაშაულთან კავშირი.
იდენტობისა და სქესობრივი როლების გაურკვევლობა:
მამა ბავშვისთვის ხშირად წარმოადგენს სქესობრივი როლის მოდელს. მისი არყოფნა ართულებს იდენტობის ჩამოყალიბებას და ზრდის დაბნეულობას საკუთარ თავთან მიმართებით — როგორც ბიჭებში, ისე გოგონებში.
სამომავლო ურთიერთობების სირთულე:
მამასთან ხარვეზიანი ან არარსებული ურთიერთობა ხშირად ასახავს მომავალში ინტიმურ ურთიერთობებზე — იქნება ეს ემოციური გაუცხოება, ეჭვიანობა, კონფლიქტურობა თუ ახლო კავშირის შიში.
მამის როლი ბავშვის განვითარებაში არ არის მხოლოდ დამატებითი ან დამხმარე – ის არის უნიკალური, დაუცვლელი და კომპლემენტარული.
მამის თანაბარი და აქტიური ჩართულობა ყველა განვითარების სფეროში ხელს უწყობს ბავშვის სრულფასოვან და დაბალანსებულ ზრდას.